ტურინის „იუვენტუსს“ პრობლემები არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც აქვს. ეს ვითარება კოვიდპანდემიის გამო კიდევ უფრო გართულებულია.
იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ხელფასის ოთხი თვით გადავადება სთხოვა. მოთამაშეთა პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.
„იუვეში“ მსგავსი პრეცედენტი შარშანაც იყო, როდესაც სეზონი სამი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე „იუვენტუსს“ სამი თამაში აქვს დარჩენილი, ხოლო 27 მაისს, Exor-ის სხდომა გაიმართება, სადაც კლუბის მომავალთან დაკავშირებულ არსებულ კითხვებს პასუხი ალბათ გაეცემა.