ტურინის „იუვენტუსს“ შვებულებიდან ფეხბურთელები უბრუნდებიან. ამჯერად ტურინში ის მოთამაშეები ჩავიდნენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, მაგრამ მეოთხედფინალში არ გასულან.
კრიშტიანუ რონალდუ, მატიას დე ლიხტი, აარონ რემზი, დეიან კულუშევსკი და ადრიენ რაბიო გუნდს დაუბრუნდნენ.
ჯერჯერობით შვებულებაში არიან იტალიის ნაკრების და ასევე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები, ისინი გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდებიან.
Bentornati, ragazzi! 💪
La gallery delle visite di questa mattina al #JMedical ➡️ https://t.co/61a5nTpYu8 pic.twitter.com/zrkPsQJzlA— JuventusFC (@juventusfc) July 26, 2021