მთავარი / სიახლეები / “იუვეს” სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგის 1/8-ფინალში

“იუვეს” სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგის 1/8-ფინალში

ტურინის „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა და უკვე ცნობილია მისი სავარაუდო მეტოქეები. ასეთი კი 8 გუნდია.

„იუვე“ წილისყრაზე განუთესავ გუნდებს შორისაა და პირველ მატჩს ტურინში ჩაატარებს, საპასუხოს კი სტუმრად. „ბებერი ქალბატონის“ სავარაუდო მეტოქეების ჩამონათვალი ასეთია:

„არსენალი“ (ინგლისი), „ბეტისი“ (ესპანეთი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები), „ფრაიბურგი“ (გერმანია), „სოსიედადი“ (ესპანეთი), „უნიონ სენ-ჟილუა“ (ბელგია)

ევროპა ლიგის წილისყრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება. მერვედფინალის პირველი მატჩები 9 მარტს, საპასუხო კი 16 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …