ტურინის „იუვენტუსმა“ კოვიდპანდემიით გამოწვეული ზარალის გამო კაპიტალი 400 მილიონი ევროთი გაზარდა. აქედან 320 მილიონი ევრო კორონავირუსით მიყენებული ზარალის დაფარვას მოხმარდება.
გარდა ამისა, კლუბში ოფიციალურად დასაქმდა მაურიციო არივაბენე, რომელიც გენერალური დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს.
1 ივლისს, ანდრეა ანიელი, არივაბენე, პაველ ნედვედი და ფედერიკო კერუბინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.