„ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დიდი ყურადღებაა და „იუვენტუსის“ ფანებიც მასზე საუბრობენ. სოციალურ ქსელში „იუვეს“ იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველისა და „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ არაერთი კომენტარი დაწერეს.
„ნაპოლი“ დაფრინავს, რადგან სერიოზული სპორტული დირექტორი ჰყავს: კრისტიანო ჯუნტოლი. მასთან და ფენომენ კვარაცხელიასთან ერთად ჩვენც სულ სხვანაირი გუნდი ვიქნებოდით“.
„კრისტიანო ჯუნტოლი „იუვენტუსში“? იმედი მაქვს, რომ გარკვეული ჭორები სიმართლეს შეესაბამება“.
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჰყავს, ჩვენ – არა“.
„რატომ ვიყიდეთ ჩვენ დი მარია და პოგბა, მათ კი კვარაცხელია? დაბალი დონის სატრანსფერო ბაზარი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსში“ გადასვლასთან 2021 წლის ზაფხულში ახლოს იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაბიო პარატიჩი გუნდიდან გაუშვეს, ტრანსფერი ჩაიშალა, თორემ პარატიჩის პრაქტიკულად ყველა დეტალი შეთანხმებული ჰქონდა.