მთავარი / სიახლეები / “იუვესა” და “სასუოლოს” წარმომადგენლები სკამაკას საკითხზე შეხვდებიან

“იუვესა” და “სასუოლოს” წარმომადგენლები სკამაკას საკითხზე შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ თავდამსხმელის, ჯანლუკა სკამაკას მიმართ ინტერესს იჩენს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მომდევნო კვირაში „იუვეს“ წარმომადგენლები სკამაკას ტრანსფერზე სასაუბროდ „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელთა შორის სხვათა შორის, კარგი ურთიერთობაა.

„იუვენტუსს“ 23 წლის იტალიელი ფორვარდის ტრანსფერი მომდევნო ზაფხულში სურს და ამისთვის ნიადაგს ამზადებს. სკამაკა ამჟამად დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასობს, მაგრამ კარგ თამაშს სეზონის ბოლომდე თუ გააგრძელებს, მისი ღირებულება გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში ჯანლუკა სკამაკამ სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …