მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” რენან ლოდის შეძენა სურს

“იუვენტუსს” რენან ლოდის შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მარცხენა მცველი რენან ლოდი დაუკავშირეს.

Tuttosport-ი იტყობინება, რომ „ბიანკონერი“ 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესებულია და ზაფხულში მის შეძენას ეცდება. ლოდის მადრიდელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია.

სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს „იუვენტუსში“ ალექს სანდროს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კლუბის სამომავლო გეგმებში აღარ ჯდება.

მიმდინარე სეზონში რენან ლოდიმ „ატლეტიკოს“ რიგებში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …