ტურინის „იუვენტუსში“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კლუბი ახალ სპორტულ დირექტორს ეძებს.
გავლენიანი იტალიური მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ ტურინელთა მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია.
მისი ფიგურა ტურინში ძალიან მოსწონთ და დიდი შანსია, რომ ჯუნტოლიმ ფედერიკო კერუბინი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ ჯუნტოლის გარდა, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ ჯუზეპე მაროტას, რომელთანაც კლუბს ყოველდღიური კონტაქტი აქვს და მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაშია.
თუმცა, მაროტას დაბრუნება გენერალური დირექტორის პოზიციაზე იგეგმება, ხოლო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ წარმატებული მუშაობის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს „იუვეში“ სპორტულ დირექტორად.
ჯუნტოლის ალტერნატიულ ვარიანტად „სასუოლოს“ სპორტული დირექტორი ჯოვანი კარნევალი განიხილება.
„იუვენტუსის“ ბორდი იანვარში უნდა დაკომპლექტდეს და მერე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი კლუბის გეგმების შესახებ.