ტურინის „იუვენტუსს“ მატია დე შილიო გამოაკლდა. იტალიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ბარძაყზე მცირე პრობლემა აღენიშნება, მაგრამ ტრავმა სერიოზული არაა.
დე შილიოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება დღითიდღე მოხდება, ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა, კვირას, „ვენეციასთან“ შეხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიომ ცოტა ხნის წინ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.