კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს. Sport-ის ინფორმაციით, ესპანურ გრანდში ფრანგის თამაშით უკმაყოფილები არიან და მასთან შელევას არ გამორიცხავენ
“იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუ თუ დატოვებს, ტურინელებმა მის შემცვლელად შესაძლოა 30 წლის ფრანგი ფორვარდი დაიმატონ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
ანტუან გრიზმანი “ბარსელონას” 2019 წელს შეუერთდა, მაგრამ მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა. კატალონურ გრანდში მან 98 მატჩში 34 გოლი გაიტანა.