ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური ტრავმირებულია. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბრაზილიელმა ტერფის დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო.
სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ტრავმა დადასტურდა და ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღითიდღე დააკვირდებიან.
ეს „იუვესთვის“ სერიოზული პრობლემაა, რადგან ნახევარდაცვის ცენტრში არტურის გარდა, ტრავმები აქვთ მანუელ ლოკატელისა და ვესტონ მაკკენის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მხოლოდ ადრიენ რაბიო და დენის ზაკარია იქნებიან, გარდა ამისა, 18 წლის ფაბიო მირეტი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს შეხვედრას 16 აპრილს, შინ „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.