მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” შესაძლოა იანვარში დონი ვან დე ბეეკი დაიმატოს

“იუვენტუსმა” შესაძლოა იანვარში დონი ვან დე ბეეკი დაიმატოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილოა და ზამთარში „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლას ეცდება.

ნიდერლანდელისთვის ინგლისში გასული სეზონიც წარუმატებელი და რთული გამოდგა, ხოლო მიმდინარე კიდევ უფრო ცუდად დაიწყო. პრემიერლიგაში მხოლოდ 5 წუთი, ჩემპიონთა ლიგაზე 45 და ინგლისის ასოციაციის თასზე – 90. ეს არის ვან დე ბეეკის სათამაშო დრო ამ დროისთვის.

ვან დე ბეეკის მომავალი „იუვენტუსს“ და „ინტერს“ დაუკავშირებს. განსაკუთრებით, ტურინელებს, რომლებიც ფეხბურთელის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან. „იუვე“ მზადაა ნიდერლანდელი შუახაზელი იანვარში იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ დონი ვან დე ბეეკმა სახელი მშობლიურ „აიაქსში“ თამაშით გაითქვა, 2020 წელს „მანჩესტერში“ გადავიდა, მაგრამ ინგლისურ გრანდში ფეხის მოკიდება დღემდე ვერ მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო – უეფას A კატეგორია. კოვერჩანოში ჩატარებულ …

დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და “ინტერთან” განაცხადში იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ იტალიური მედია …