მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ფრაბოტა “ვერონაში” გაანათხოვრა

“იუვენტუსმა” ფრაბოტა “ვერონაში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუკა ფრაბოტა „ვერონაში“ გაანათხოვრა. ახალგაზრდა მცველი იტალიურ კლუბში მომდევნო სეზონს იჯარით გაატარებს.

ფრაბოტა „ატალანტასთან“ იყო ახლოს, მაგრამ საბოლოოდ ის „ვერონაში“ აღმოჩნდა, რომელსაც მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

ჯანლუკა ფრაბოტას „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა და 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ტურინულ გრანდში მან იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

ფრაბოტა „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის წევრი იყო და სანამ პირლო მთავარ გუნდში დააწინაურებდა, სერია C-ში ირჯებოდა.

 

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …