მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები იტალიაში წაიყვანა

“იუვენტუსმა” უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები იტალიაში წაიყვანა

ტურინის „იუვენტუსი“ უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარა და ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო.

„იუვეს“ ხელმძღვანელობამ 80 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი იტალიაში წაიყვანა, თავიანთ მშობლებთან ერთად და მანამ, სანამ უკრაინაში ომი იქნება, მათ ყველა საჭიროებით უზრუნველყოფს.

„იუვენტუსის“ 20-კაციანი დელეგაცია, რომელთა შორის მაურიციო არივაბენე, ექიმი ლუკა სტეფანინი და ანდრეა ანიელის მეუღლე, დენიზ აკალინიც იყვნენ. ტურინული გრანდის ხელმძღვანელობამ 6-დან 14-წლამდე 80 ბავშვს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე ჩააკითხა და ისინი იტალიაში წაიყვანეს. ზოგიერთი მათგანი საფეხბურთო სკოლის წევრია და ვარჯიშს ტურინში გააგრძელებენ.

„არ შეიძლებოდა, ამ სიტუაციას მხოლოდ დავკვირვებოდით და არაფერი გაგვეკეთებინა. მხოლოდ კომენტარს ვერ გააკეთებდი, თუ ქმედით ნაბიჯს არ გადადგამდი. ომი უკრაინაში ტკივილს და სიკვდილს იწვევს, ის ანგრევს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. ხალხი იძულებულია თავი სხვა ქვეყნებს შეაფაროს. არის შემთხვევები, როცა აუცილებელია იმის დემონსტრირება კონკრეტული ქმედებებით, რომ ასეთ ადამიანებთან ახლოს ვართ. ზოგიერთი ლტოლვილის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ მოგვმართა, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების დაბომბვის შემდეგ“, – წერია „იუვენტუსის“ განცხადებაში.

Juventus assists in the humanitarian emergency

The departure from Zahony, on the border between Hungary and Ukraine.

Juventus assists in the humanitarian emergency: http://juve.it/yKXK30seeHb

Posted by Juventus on შაბათი, 12 მარტი, 2022

 

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …