მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

“იუვენტუსმა” სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შვედეთის ჩემპიონ „მალმიოს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

„იუვემ“ ყველა გოლი შესვენებამდე გაიტანა. ანგარიში ხუან კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ გაიხსნა და შეტევაში ჩართულმა ალექს სანდრომ თავით გაიტანა. 45-ე წუთზე ალვარო მორატამ პენალტი მოიპოვა, რომელიც პაულო დიბალამ ზუსტად დაარტყა და უპირატესობა გაზარდა, ხოლო ზუსტად ერთ წუთში ესპანელმა ფორვარდმა თავად გაიტანა.

„იუვეს“ მეორე ტაიმშიც შეეძლო გატანა, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა. მათ შორის, ყველაზე რეალური მოიზე კინმა, რომელმაც მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. ვთქვათ ისიც, რომ კინს გოლი თამაშგარი მდგომარეობის გამოც არ ჩაუთვალეს. „იუვენტუსმა“ 3:0 მოიგო და ხასიათი გამოიკეთა.

ტურინულმა გრანდმა 2012 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტაიმში 3 გოლი. მაშინ იგივე დანიურ „ნორდსიელანდთან“ გააკეთა.

ამავე ჯგუფში ლონდონის „ჩელსიმ“ შინ „ზენიტს“ რომელუ ლუკაკუს ერთადერთი გოლით მოუგო. მომდევნო ტურში „იუვე“ სწორედ „ჩელსის“ უმასპინძლებს.

„მალმიო“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:3)

მალმიო „ელედა შტადიონი“

„მალმიო“ (5-3-2): დიავარა; ბერგეტი, აჰმედჰოჯიჩი, ნილსენი, ბრორსონი, რიეკსი (ოლსონი 75); ინოსენტი (ნანასი 75), კრისტიანსენი, რაკიპი (ნალიჩი 59); ბირმანჩევიჩი (აბუბაკარი 59), ჩოლაკი

მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი (რუგანი 86), ბონუჩი, ალექს სანდრო; კუადრადო (კულუშევსკი 82), ლოკატელი, ბენტანკური (მაკკენი 67), რაბიო; დიბალა (რემზი 82), მორატა (კინი 67)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45, პენ), 0:3 მორატა (45)

გაფრთხილება: ბრორსონი (39), ნილსენი (43) – დე ლიხტი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 15 (8) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

შემთხვევითი სიახლე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, …

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი …