ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო კიეზა სეზონის ბოლომდე გამოაკლდა და მასიმილიანო ალეგრის მისი შეცვლა სურს.
თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას არ მოთხოვა ფლანგის მოთამაშე, არამედ თავდამსხმელი. Sky Sport-ის ცნობით, ტურინელები სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ფორვარდით, სერდარ აზმუნით დაინტერესდნენ.
ირანელ ფეხბურთელს რუსულ გუნდთან ზაფხულში კონტრაქტი ეწურება, ამიტომაც, ახლა მისი ფასი ძალიან დაბალია. მაგრამ, „იუვეს“ გარდა, აზმუნს სხვა კლუბებიც იწვევენ, მათ შორის, ბუნდესლიგიდან და პრემიერლგიიდან. მან მიმდინარე სეზონში „იუვეს“ ტურინში გოლიც გაუტანა.
27 წლის ფეხბურთელი „ზენიტში“ 2018 წლიდან თამაშობს და 104 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „სეპაჰანის“, „რუბინისა“ და „როსტოვის“ ღირსებას იცავდა. ირანის ნაკრებში მის ანგარიშზე 60 შეხვედრა და 39 გოლია.