მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო

“იუვენტუსმა” ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ 2021-2022 წლების სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდი პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს, მაგრამ მანამდე დღეს J Medical-ში მივიდნენ ფეხბურთელები, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

კლუბში პაულო დიბალა, არტური, ვესტონ მაკკენი და კარლო პინსოლიო გამოცხადნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელების გარდა. ასევე, იჯარით „იუვეში“ დაბრუნებული მოთამაშეები – დანიელე რუგანი, მატია დე შილიო, მატია პერინი და მაროკ პიაცა.

რა თქმა უნდა, ჯერ გუნდში არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე ითამაშეს. ამ კატეგორიის ფეხბურთელებიდან გუნდს ყველაზე გვიან იტალიელი ფეხბურთელები და შეუერთდებიან, რადგან მათ ფინალი ითამაშეს. იგივე ითქმის ხუან კუადრადოზე, დანილოსა და ალექს სანდროზე.

J Medical-ში მივიდა მასიმილიანო ალეგრიც, რომელიც „იუვეს“ 2 წლის მერე დაუბრუნდა და ტიფოზები შეძახილებით დახვდნენ. აქვე გეტყვით, რომ დღეს სერია A-ს ახალი სეზონის კალენდარი გახდება ცნობილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …