მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ლორენცო ლუკასთვის ბრძოლაში დაწინაურდა

“იუვენტუსი” ლორენცო ლუკასთვის ბრძოლაში დაწინაურდა

ტურინის „იუვენტუსი“ „პიზას“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების ფორვარდის, ლორენცო ლუკას ბრძოლაში ფავორიტია.

როგორც Tuttosport-ი წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და „იუვე“ ეცდება ახალგაზრდა თავდამსხმელი ზაფხულში გადაიბიროს.

აღსანიშნავია, რომ „პიზას“ სპორტული დირექტორი კლაუდიო კიელინია, ჯორჯო კიელინის ტყუპუსცალი, რომელსაც „იუვესთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და „პიზაში“ წასვლამდე „ბებერ ქალბატონში“ მუშაობდა.

ჯერჯერობით, მოსალოდნელი ტრანსფერის ფინანსური დეტალების შესახებ ცნობილი არაფერია.

ლორენცო ლუკას მიმდინარე სეზონში სერია B-ში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი, იტალიის 21-წლამდე ნაკრებში კი მის ანგარიშზე 2 გოლია.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …