მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა

“იუვენტუსი” იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მერვედფინალში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 4:1 დაამარცხა.

ტურინული გრანდი მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. „ბიანკონერიმ“ 27-ჯერ დაარტყა კარისკენ, 15-ჯერ კარში, 14 კუთხური ჩააწოდა, ხოლო მეტოქეს კუთხური არ ჩაუწოდებია და კარში ერთხელ დაარტყა – ისიც შედეგიანად.

„იუვე“ 25-ე წუთზე ხუან კუადრადომ დააწინაურა, რომელმაც ზუსტად ჯარიმა დაარტყმა. ორ წუთში ალვარო მორატამაც შეაგდო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან მანამდე ადრიენ რაბიო თაამშის წესებს არღვევდა. ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში დანიელე რუგანიმ გაიტანა და სხვაობა ორამდე გაიზარდა, ხოლო 10 წუთში ანდრეა კონტიმ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, ეს გენუელთა ერთადერთი პოზიტივი იყო ამ თამაშში, რადგან სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ. 67-ე წუთზე მანუელ ლოკატელის პასით პაულო დიბალამ შეაგდო, ხოლო 10 წუთში დიბალამ პენალტის შესრულების უფლება ალვარო მორატას დაუთმო, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:1.

„იუვენტუსი“ მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „კალიარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, მაგრამ მანამდე სერია A-ს 23-ე ტურში სტუმრად „მილანს“ 23 იანვარს დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 4:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო, დანილო (კიელინი 62), რუგანი, ალექს სანდრო; კუადრადო (აკე 74), ლოკატელი, არტური (ბენტანკური 74), რაბიო; კულუშევსკი (დიბალა 62), მორატა (კაიო ჟორჟე 79)

გოლები: 1:0 კუადრადო (25), 2:0 რუგანი (52), 2:1 კონტი (63), 3:1 დიბალა (67), 4:1 მორატა (77, პენ)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (15) – 4 (1) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 14:0 თამაშგარე: 1:1

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …