გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ალესანდრო დელ პიეროს „იუვენტუსში“ დაბრუნება რეალურია.
კლუბის ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო მენეჯმენტის დაკომპლექტებაზე მუშაობს და პირველი, ვისაც სამსახურს შესთავაზებს, დელ პიეროა. როგორც წყარო წერს, ალექსი დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ჯერ სურს კლუბის გეგმებსა და პროექტს გაეცნოს და პასუხი ამის შემდეგ გასცეს.
დელ პიეროს „იუვეში“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობენ, რომელსაც აქამდე პაველ ნედვედი იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ ტურინელთა დირექტორთა საბჭო მთელი შემადგენლობით გადადგა. ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსში“ 1993-2012 წლებში თამაშობდა და 705 მატჩში 290 გოლი გაიტანა.