მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” “აიაქსის” და ბრაზილიის ნაკრების შემტევით დაინტერესდა

“იუვენტუსი” “აიაქსის” და ბრაზილიის ნაკრების შემტევით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსს“ ამსტერდამის „აიაქსისა“ და ბრაზილიის ნაკრების გარემარბი ანტონი დაუკავშირეს.

იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ სამხრეთ ამერიკელი შემტევით დაინტერესებულია. ტურინში კარგად იციან, რომ ანტონის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან „აიაქსი“ მას 60-70 მილიონ ევროდ აფასებს.

რაც მთავარია, ფეხბურთელისთვის რიგი დგას და „იუვენტუსის“ გარდა, სერიოზულ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენენ.

ანტონი მარჯვენა გარემარბია და განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ტექნიკური თვისებები. ბრაზილიელს „აიაქსში“ ჩატარებულ 122 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …