ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი მოიგო. „ბიანკონერი“ სატიტულე შეხვედრაში „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.
პირველი ტაიმის ბოლოს ლომბარდიელები დაწინაურდნენ, თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში ბერგამასკის ავტოგოლით ტურინელებმა წონასწორობა აღადგინეს. გამარჯვების და თასის მომტანი გოლი ძირითადი დროის ორი წუთით ადრე კრისტიანა ჯირელიმ გაიტანა და „იუვეს“ მოაგებინა – 2:1.
„იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამე მოიგო.
„იუვენტუსი“ – „მილანი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გრიმშოუ (45), 1:1 ბერგამასკი (50, ა.გ), 2:1 ჯირელი (88)