ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
ჯეი მონტერუმოს გუნდმა A ჯგუფში ასპარეზობა 11 ქულით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა, რაც პლეი-ოფის საგზურის ტოლფასია. ბოლო ტურში „იუვემ“ ჯგუფის აუტსაიდერ ჟენევის „სერვეტს“ ადვილად, 4:0 მოუგო. დუბლი შეასრულა კრისტიანა ჯირელიმ, თითო გოლი ლინა ჰურტიგისა და ანიეზე ბონფანტინის ანგარიშზეა.
საბოლოოდ, ჯგუფში პირველ ადგილზე „ვოლფსბურგი“ 11 ქულით გავიდა, რომელსაც „იუვენტუსმა“ 2:0 მოუგო სტუმრად, შინ კი ფრედ, 2:2 ეთამაშა. ასევე 11 ქულა დააგროვა გასული სეზონის ფინალისტმა „ჩელსიმ“, მაგრამ ინგლისელები ჯგუფში ჩარჩნენ.
ბურთების ბალანსით „ვოლფსბურგს“ პირველი ადგილი ერგო, „იუვენტუსს“ მეორე და მეოთხედფინალში გავიდნენ, ხოლო „ჩელსი“, ტურნირის ერთ-ერთო ფავორიტი ჯგუფში ჩარჩა.
ქალთა ჩემპიონთა ლიგა პირველად ტარდება ჯერ ჯგუფური ეტაპის და შემდეგ პლეი-ოფის სისტემით და „იუვენტუსმაც“ მეოთხედფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ტურინელთა მეტოქე ორშაბათს წილისყრით გაირკვევა.
„იუვენტუსი“ – „სერვეტი“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჰურტიგი (12), 2:0 ჯირელი (20, პენ), 3:0 ჯირელი (64, პენ), 4:0 ბონფანტინი (90)