ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ამერიკულ ტურნეს დაიწყებს, რომელშიც მასიმილიანო ალეგრიმ 27 ფეხბურთელი იახლა.
სხვადასხვა მიზეზთა გამო ამერიკაში გუნდთან ერთად არ იქნებიან მატია დე შილიო, აარონ რემზი, ადრიენ რაბიო, ფედერიკო კიეზა და კაიო ჟორჟე. განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი, გაროფანი
მცველები: ბრემერი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, გატი, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი, ბარბიერი
ნახევარმცველები: პოგბა, როველა, მაკკენი, ლოკატელი, ზაკარია, კომპანიონი, ფაჯოლი
თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, კინი, დი მარია, სულე, აკე, ჩუდრიგი, და გრასა
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ამერიკული ტურნეს ფარგლებში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და მექსიკურ „გვადალახარას“, „ბარსელონასა“ და „რეალს“ დაუპირისპირდება.
🇺🇸 I convocati per lo Juventus Summer Tour 22 ⚪️⚫️#JuveOnTheRoad powered by @Jeep_People
— JuventusFC (@juventusfc) July 21, 2022