მთავარი / სიახლეები / “იუვემ’ კამბიასო “ბოლონიაში” გაანათხოვრა

“იუვემ’ კამბიასო “ბოლონიაში” გაანათხოვრა

ტურინის “იუვენტუსმა” ანდრეა კამბიასო როგორც მოსალოდნელი იყო, “ბოლონიაში” გაანათხოვრა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კამბიასოს სანაცვლოდ „იუვემ“ 4 მილიონი ევრო გაიღო და გარდა ამისა, „ჯენოას“ რადუ დრაგუშინი დაუთმო. კამბიასო მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც თამაში შეუძლია. მან გასულ სეზონში სერია A-ში 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

22 წლის ფეხბურთელს „ჯენოას“ გარდა, „ალბისოლას“, „სავონას“, „ალესანდრიასა“ და „ემპოლიში“ აქვს ნათამაშები, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …