ტურინის „იუვენტუსში“ მირალემ პიანიჩი ბრუნდება. „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ შედგა და შეთანხმებასაც მიაღწიეს. ამის შესახებ კატალონიური პრესა წერს.
პიანიჩი „იუვეში“ ერთწლიანი იჯარით, ერთი წლით განახლების ვარიანტით დაბრუნდება და მას ხელფასის 20%-ით შემცირებაც მოუწევს იმასთან შედარებით, რაც ახლა „ბარსელონაში“ აქვს.
პიანიჩის ჟოან გამპერის თასზე „იუვესთან“ არ უთამაშია და მას ფანებიც უსტვენდნენ, რადგან ლიონელ მესის წასვლაში ერთ-ერთ დამნაშავედ მიაჩნიათ, რადგან პიანიჩს ძალიან ხელფასი აქვს ესპანურ გრანდში.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლი გაიტანა.