ტურინის “იუვენტუსმა” ახალი სეზონის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და კონტინასას ბაზაზე 23-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა.
ოჯახური სპარინგი მთავარი გუნდის იოლი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ პაულო დიბალამ ანგარიში გახსნა, მერე ალვარო მორატამ გაიტანა, ხოლო საბოლოო შედეგი აარონ რემზიმ დააფიქსირა.
“იუვენტუსი” სეზონის პირველ ოფიციალურ თამაშს 22 აგვისტოს, სტუმრად “უდინეზესთან” გამართავს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი