ტურინის „იუვენტუსს“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური მინიმუმ 3 თვით გამოაკლდა და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა.
მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე „სასუოლოსთან“ მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული და არავინ იცის, შედგება თუ არა ეს გარიგება. აქედან გამომდინარე, ტურინელები სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე დაუკავშირდა. ესპანელებს ბოსნიელის გასხვისება სურთ, ხოლო პიანიჩი ტურინში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.
ტურინელებმა „ბარსელონას“ პიანიჩის სანაცვლოდ აარონ რემზი შესთავაზეს, რომელსაც ტურინში მაღალი ხელფასი აქვს. თავის მხრივ, ბოსნიელიც ესპანეთში სოლიდურ ხელფასს იღებს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე უფრო მეტი კონკრეტუკა და დეტალი არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩის „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე უკვე კარგა ხანია მიდის საუბარი. ის „იუვეში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა.