იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მანჩნიმ გუნდში 3 იუვენტინო გამოიძახა – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და მანუელ ლოკატელი. კიელინიმ ტრავმა ახლახან მოიშუშა და ჯერ კლუბში არ უთამაშია, მაგრამ ის რობერტოსთვის შეუცვლელი ფეხბურთელია და ძალიან სჭირდება. ბონუჩი ჯერაც ტრავმირებულია და მოასწრებს თუ არა სანაკრებო მატჩებისთვის გამოჯანმრთელებას არავინ იცის, ხოლო ლოკატელის კორონავირუსი აქვს და სავარაუდოდ, ნახევარფინალი გაუცდება, ხოლო ფინალისთვის, თუ იქ იტალია გავა, ალბათ მზად იქნება.
მანჩინიმ არ გამოიძახა მოიზე კინი, ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო, დანიელე რუგანის კი დიდი ხანია არ სწყალობს. „სკუადრა აძურას“ შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), პიერლუიჯი გოლინი (ტოტენჰემი, ინგლისი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ლიონი, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), ლუის ფელიპე (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (სამპდორია), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჟოაო პედრო (კალიარი), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (რომა)
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 24 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში სტუმრად 29 მარტს, პორტუგალიას ან თურქეთს შეხვდება.
#Nazionale 🇮🇹
📋 Il Ct #Mancini convoca 33 #Azzurri per i play off #Mondiali 🌍
La semifinale contro la #MacedoniaDelNord 🇲🇰 si terrà giovedì 24 marzo, ore 20.45, allo Stadio ‘Renzo Barbera’ di #PalermoI dettagli 👉🏻 https://t.co/nwIaj5Ey0P#VivoAzzurro pic.twitter.com/lu8IgpZ20v
— Nazionale Italiana ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri) March 18, 2022