Tuttosport-ის დირექტორმა გუიდო ვაჩაგომ დაწერა, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა და გულშემატკივრებიც მასიმილიანო ალეგრის ტყვეები არიან.
რგოროც ის წერს, კლუბს არ შეუძლია ალეგრის გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ იტალიელის ხელფასი ძალიან მაღალია და „იუვეს“ მისი გაშვების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდის რესურსი არ გააჩნია.
„ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ „სალერნიტანასა“ და „ბენფიკასთან“ უმწეო და რბილ მატჩებს სულ რაღაც ერთ კვირაში გუნდში სიბრაზე გამოეწვია. ალეგრისთვის ერთი წლის წინ მინდობილი ტექნიკური და ეკონომიკური პროექტი დღეს ძნელი დასაშლელია მენეჯმენტის მიერ, რომელიც გულშემატკივრებთან ერთად მწვრთნელის ტყვეები არიან, რადგან, რომც გინდოდეს, ადვილი არ არის მწვრთნელის შეცვლა, რომელსაც ამხელა ხელფასი აქვს“, – დაწერა ვაჩაგომ.