მთავარი / სიახლეები / იტალია – შვეიცარია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალია – შვეიცარია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრები 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

დონარუმა 6.5 – შესანიშნავი იყო ზუბერის დარტყმის მომენტიში, მისი თამაშის ერთადერთ სეივზე.

დი ლორენცო 6.5 – ნაკლები ინიციატივით, ვიდრე თურქეთთან. როდესაც მეხუთე მცველი გახდა, უფრო თამამი იყო.

ბონუჩი 7 – ეს ფაქტია. ის გარანტი იყო დაცვის ხელმძღვანელობაში და უსაფრთხოებას ანიჭებდა. ფუნდამენტური იყო უკნიდან შეტევის კონსტრუქციაში.

კიელინი 6.5 – რამდენჯერმე შესანიშნავი იყო დასწრებაზე, შემდეგ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა, მე-14 თამაში ჩაატარა ევროპის ჩემპიონატზე, რაც იტალიელებს შორის რეკორდია, თუ მეკარეებს არ ჩავთვლით. 24-ე წუთზე კუნთის კიდევ ერთი დაზიანების გამო შეცვალეს.

აჩერბი 6 – მანაც დაცვაში კარგად ითამაშა.

სპინაცოლა 7 – პირველ ტაიმში შეტევაში ძალიან აქტიური იყო, ამწვავებდა ერთი-ერთზე თამაშს. მეორე ტაიმში უფრო პრაგმატულად ითამაშა.

ბარელა 7.5 – ის ყველგან არის, შლის შეტევებს და იწყებს.

კრისტანტე შ.გ – მან მოედანზე მხოლოდ ბოლო წუთები გაატარა.

ჟორჟინიო 7.5 – ბურთს უამრავჯერ ეხება, ბევრს ლაპარაკოს, რითმს აძ₾ევს გუნდს. ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა გააკეთოს.

ლოკატელი 8 – ქალბატონებო და ბატონები, ყველანი ფეხზე წამოდექით.  დიდებული თამაში, პიროვნულობა და ხარისხი აჩვენა. ანგარიში მან გახსნა და ბერარდის პასიც მან გაუკეთა. დუბლი შეასრულა ძლიერი დარტყმით, რომელიც მარცხენა ფეხით შეასრულა. ლოკატელიმ საქმე შეასრულა, ის ჩვენ გვყავს და ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას. და, ახლა ვერატის დაბრუნების მერე რა იქნება?

პესინა შ.გ – მან მოედანზე ბოლო წუთები გაატარა.

ბერარდი 7 – მან იცის რა უნდა გააკეთოს მარჯვენა ფლანგზე, აკანჯის მოსვენება არ მისცა, საგოლე პასი გააკეთა. შეეძლო გოლიც გაეთანა.

ტოლოი 6 – მასთან ერთად იტალია 3-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა და დაცვაში კედელი გაადიდა.

იმობილე 6.5 – ის სივრცეებში მოძრაობდა. პუბლიკა ეძეხდა, ამხნევებდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა და ორჯერ მაგარი მომენტიც გააფუჭა. 89-ე წუთზე კი მოულოდნელად საჯარიმოს გარედან გაიტანა.

ინსინიე 6 – სპინაცოლას სივრცეს ხშირად უთავისუფლებდა. ზოგჯერ ძალიან ნეტა მოქმედებდა.

კიეზა 6 – რამდენიმე კარგი აჩქარება ჰქონდა.

მანჩინი 7.5 – მისი იტალია სრულყოფილებსი ზღვარზეა. ყოჩაღ, რომ ტანჯვის მომენტში ტოლოის შემოყვანა გადაწყვიტა, სითამამე გამოავლინა იმობილეს მოედანზე დატოვებით. ამან მას ნდობა მიანიჭა და ჩირომ დაუფასა.

შემთხვევითი სიახლე

კიეზამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს?

ფედერიკო კიეზა მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის …

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ბოლონიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით …