მთავარი / სიახლეები / იტალია – უელსი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალია – უელსი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უელსი მატეო პესინას გოლით 1:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი 9 ქულით, გოლგაუშვებლად დაასრულა. იტალიის ისტორიაში მეოთხედ მოხდა, რომ ჯგუფიდან ყველა თამაშის მოგებით გავიდა – 1978, 1990, 2000 წლებში და ახლა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ჯანლუიჯი დონარუმა 6 – პირველ ტაიმში თითქმის მაყურებლის სტატუსი ჰქონდა, მეორე ტაიმში რემზის ეპიზოდი სახიფათი იყო, თუმცა მას ვერაფერი ავნეს.

რაფაელ ტოლოი 6.5 – ფლანგი არ არის მისი პოზიცია და ეს გვიჩვენა. შებოჭილი იყო, საშუალებას აძლევდა კიეზას უფრო თავისუფლად ეთამაშა, სტანდარტულებზე კი კარგი იყო.

ლეონარდო ბონუჩი 6.5 – მანჩინიმ შემადგენლობაში რევოლუცია მოახდინა, მაგრამ ლეო არ დათმო, რომელმაც მესამე თამაშში მესამედ შეიცვალა ცენტრში მეწყვილე და კვლავ კარგად ითამაშა. კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაში, შესვენებაზე შეცვალეს, დასვენების მიზნით.

ფრანჩესკო აჩერბი 5.5 – ერთ მომენტში ცუდად ითამაშა და რემზის გოლის გატანის შანსი მისცა.

ალესანდრო ბასტონი 7 – ავტორიტარული, საჰაერო დუელებში ბატონობდა, ზუსტი იყო შეტევის დაწყების დროსაც. კიელინის არყოფნა გუნდს არ დაატყო.

ემერსონი 6.5 – შესანიშნავი, თავიდან ბოლომდე. მას არ აქვს სპინაცოლას სიჩქარეები, მაგრამ მუდმივად უელსელთა ნახევარზე იყო. ხშირად ბელოტის ეძებდა და ერთხელ შორიდან კარშიც დაარტყა.

მატეო პესინა 7.5 – წარმოიდგინეთ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი არც კი უნდა ეთამაშა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ეჭვეგარეშე. ტოლოის დარტყმის მერე ახლოს იყო გოლთან, მაგრამ შემდეგ ვერატის ჯარიმისას გაიტანა. სან მარინოსთან დუბლის შემდეგ ეს გოლი გაცილებით მნიშვნელოვანია.

გაეტანო კასტროვილი შ.გ – რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობა მასაც მიეცა.

ჟორჟინიო 7 – შეუძლებელია მისთვის ბურთის წართმევა, უბრალოდ, მაგრამ ყოველთვის სწორად თამაშობს. ის არის ერთადერთი, რომელიც ნამდვილად შეუცვლელია.

ბრაიან კრისტანტე 6 – ის დაცვის წინ დადგა და ბურთს ანაწილებდა იმ დროში, რაც მიეცა.

მარკო ვერატი 7 – ბევრს ლაპარაკობს, საყვედურობს, ყვირის, იღებს ბურთს და არ უშინდება პასუხისმგებლობის აღებასაც. მან ისწავლა ლიდერობა და მისი გამოჯანმრთელება ძვირფასი დანამატია „აძურისთვის“ მომავალში მნიშვნელოვანი მატჩების გათვალისწინებით. პესინას საგოლე პასი გაუკეთა.

ფედერიკო ბერნარდესკი 6.5 – ის ყოველთვის მოტყუებაზე არ მიდიოდა და ეს კარგია, კიეზასგან განსხვავებით უფრო ცენტრში იწევდა. ძელმა შეუშალა ხელი, რომ ანგარიში 2:0 გაეხადა. მოედანი აპლოდისმენტების ფონზე დამსახურებულად დატოვა.

ჯაკომო რასპადორი 6 – როდესაც თამაშში ჩაერთო ტრიბუნებიმა დაიქუხა, ლამაზი ამბავია.

ანდრეა ბელოტი 6 – გოლის გატანას ცდილობდა ჯერ ვარდნაში, შემდეგ მარჯვენა ფეხით. ბევრს მოძრაობს, ლომივით იბრძვის, მაგრამ ნაკლებად ზუსტი იყო, როდესაც უნდა ყოფილიყო.

ფედერიკო კიეზა 7 – იწყებს მარცხნივ, იმ პოზიციაზე, რომელშიც ჩვეულებრივ ინსინიე თამაშობს, შემდეგ მარჯვნივ გადაინაცვლა. სპრინტებში დიდებული იყო.

რობერტო მანჩინი 7.5 – როტაცია და პირველ ნაწილში იდეები არ არსებობდა. პესინას გოლმა გუნდი გახსნა, დაიწყეს ისე თამაში, როგორც იციან. ამ გუნდის სიძლიერე გუნდურობაა, ყველანი ერთი მიმართულებით მიდიან.

შემთხვევითი სიახლე

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …

მოჯი: “ალეგრის არ გაათავისუფლებენ და მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ. მოჯი ფიქრობს, …