მთავარი / სიახლეები / თურქეთი – იტალია: ფეხბურთელთა შეფასებები

თურქეთი – იტალია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020 შესანიშნავად დაიწყო და პირველ ტურში თურქეთის ნაკრები მერიჰ დემირალის ავტოგოლით, ჩირო იმობილესა და ლორენცო ინსინიეს გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

დონარუმა 6 – პირველ ტაიმში დაბალი ბურთის ჩაჭრა მოურია, პირველი რეალური სეივი მეორე ტიაიმის დასაწყისში ჰქონდა, იუნდერის არცთუ სახიფათო დარტყმაზე.

ფლორენცი 5.5 – ნაკლებად იყო თამაშში ჩართული, ერთი-ერთზე ვერასდროს ახერხებდა მეტოქის მოტყუებას. შეცვალეს კუნთის პრობლემის გამო.

დი ლორენცო 6.5 – ძალიან მაღლა თამაშბდა მანჩინის მითითებით, შეტევაში ძალიან აქტიური იყო.

ბონუჩი 6 – მოწესრიგებული და ყურადღებიანი თამაში, დიდი გაბრწყინებების გარეშე.

კიელინი 7 – ჩაქირმა გოლი წაართვა დიდებული სეივით, ის ერთ-ერთია, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს შვედეთთან მტკივნეული მარცხი. მისთვის ეს ბოლო დიდი ტურნირია. გააქრო ბურაქ ილმაზი, დიდებული თამაში კაპიტნისგან და ლიდერისგან.

სპინაცოლა 7.5 – ძალიან აქტიური ფლანგზე, ყოველთვის ახერხებდა მეტოქის მოტყუებას, რაც რიცხობრივ უპირატესობას და ხიფათს ქმნიდა. ახლოს იყო გოლთანაც. მოედანზე საუკეთესო ის გახლდათ.

ბარელა 7 – თავდაპირველად არ იყო აქტიური. როდესაც თამაში გახურდა, ისიც უკეთ ჩაერთო და მეორე ტაიმში კარგი იყო.

ჟორჟინიო 7 – ორი შეხებით ითამაშა, მანჩინის აზრით, ეს ფუნდამენტურია. ის გუნდს ბალანსს ანიჭებს და მხოლოდ რამდენიმე გუნდს ჰყავს მსგავსი ფეხბურთელი.

ლოკატელი 6.5 – თავდაპირველი ემოციების შემდეგ უკეთ ათამაშდა. პირველი საგოლე შეტევა მისი შესანიშნავი პასით დაიწყო.

კრისტანტე შ.გ – თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

ბერარდი 7.5 – სიღრმეში იწევდა და ფლანგზეც აქტიურობდა. ეს არის მისი პირველი რეალური მატჩი ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე და ძალიან მშვიდად ითამაშა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბერნარდესკი შ.გ – მან ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.

იმობილე 7 – საწყისი ნახევარი საათი ჩრდილში იყო. თუმცა, საჯარიმოში ცოტას აქვს მისი თავხედობა და სისასტიკე. მეორე გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.

ბელოტი შ.გ – მან მხოლოდ 10 წუთი გაატარა მოედანზე.

ინსინიე 6.5 – თავიდან მაგარი მომენტი გაანიავა და ჰქონდა მცდელობები, თუმცა არ იყო საუკეთესო. ისტორიულად იტალია სხვანაირ 10-იანებსაა შეჩვეული, მაგრამ ამ 10-იანმა იცის, როგორ უნდა იყოს გადამწყვეტი მოთამაშე.

კიეზა შ.გ – ფედერიკომ მოედანზე 10 წუთი გაატარა.

მანჩინი 7 – მისი იტალია, პირველ ტაიმში საკმაოდ მორიდებული. მითითებები მისცა შესვენებაზე და მიიღო შედეგები, რაც სურდა. ბერარდი ძირითადში მისი გამარჯვებაა. იმობილეს შემთხვევაში ფორვარდიც გამოიცნო.

შემთხვევითი სიახლე

ოფიციალურად: პადოინი ალეგრის სტაფში იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსში“ სიმონე პადოინი დაბრუნდა, რომელიც მასიმილია ალეგრის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად …

ფოსკი: “კიეზა უკვე მამამისზე უკეთესი ფეხბურთელია”

„პალერმოსა“ და „ჩეზენას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა, როდესაც ის 2015 წელს …