მთავარი / სიახლეები / იგუაინი: “სარის მუშაობის მეთოდი ზოგიერთ ფეხბურთელს არ მოსწონდა”

იგუაინი: “სარის მუშაობის მეთოდი ზოგიერთ ფეხბურთელს არ მოსწონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა კრისტიან ვიერისთან, დანიელე ადანისთან, ანტონიო კასანოსთან და ნიკოლა ვენტოლასთან ონლაინ რეჟიმში ისაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს, „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ საკითხებზეც ილაპარაკა.

„სარი „იუვეში“ მხოლოდ ერთი წელი? არ ვიცი, რატომ გაატარა მხოლოდ ერთი წელი „იუვეში“, ალბათ, ზოგიერთ ფეხბურთელს მისი თამაშის სტილი არ მოსწონდა. მას სურდა ორი შეხებით თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან ამ დროს თუ ბურთს კარგავ, კონტრშეტევის დიდი შანსია. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია და შეიძლება ზოგიერთ ფეხბურთელს მასთან მუშაობა არ მოსწონდა.

ტურინი მშვიდი ქალაქია, მე იქ ნეაპოლიდან ჩავედი და სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. „რეალში“ ცენტრალური თავდამსმხელი ვიყავი, „ნაპოლიში“ გუნდს ვეხმარებოდი, „იუვენტუსში“ კი ლამის ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც ვითამაშე (იცინის). მარკიზიო ყოველთვის ძალიან ლამაზად ჩაცმული დადიოდა, მითხრა, რომ საღამოს 8 საათზე დიზაინერს ურეკავდა და ის დღეში 3 საათს კარგავდა ამაზე.

სარი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც მყოლია. „ნაპოლიდან“ წასვლას ვაპირებდი, არ მქონდა გადაწყვეტილი დარჩენა, მან თავის ოფისში დამიბარა და 5 წუთში დარჩენაზე დამითანხმა. ჩემს ძმას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვრჩებოდი. იმ სეზონში 36 გოლი გავიტანე და მხოლოდ 3 პენალტით.

რონალდუ და მესი? გამიმართლა, რომ ორივესთან ვითამაშე. იმდენად მაღალ დონეზე არიან, რომ მათ უნდა მოერგო და მათ გამო ითამაშო. მათთან ერთად თამაშში მინიმუმ 3-4 საგოლე მომენტი გაქვს, თუ ჭკვიანი ხარ და მათ სათამაშო სტილს გაიგებ. ჩემთვის ეს პრივილეგია იყო.

რატომ წავედი ამერიკაში? ევროპაში სიმშვიდეს ვეღარ ვპოულობდი ფეხბურთს მიღმა. ჩემმა დიდმა მეგობარმა, ბუფონმა მითხრა, რომ თუ შიგნიდან ცეცხლს აღარ ვგრძნობდი, უნდა წავსულიყავი. წავედი და აქ საოცარი ქალაქი დამხვდა. მეგონა, რომ ამერიკაში სიგარეტით ხელში ვითამაშებდი, მაგრამ სანაცვლოდ მივიღე ძალიან რთული ლიგა, სადაც თამაში ძნელია“, – თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ 2016-2018 და 2019-2020 წლებში თამაშობდა და 149 მატჩში 66 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …