ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტურინელთა შემადგენლობა იტალიაში ყველაზე ძლიერია, მაგრამ გუნდი უბრალოდ ცუდ ფეხბურთს თამაშობს.
„იუვენტუსს“ ტრანსფერები სჭირდება? და, ვისი? მესის და ნეიმარის? ბევრი ტრანსფერი საჭირო არაა, გუნდმა უბრალოდ უკეთ უნდა ითამაშოს. არანაირი გამართლება ამ სეზონს არ აქვს. „იუვე“ ძალიან ძლიერია, უბრალოდ, მწვრთნელმა იმდენი უნდა შეძლოს, რომ გუნდი უკეთ ათამაშოს. „იუვესთვის“ ეს ვალდებულებაა და ამის ფონზე გუნდმა თითქმის მთელი სეზონი ცუდი მატჩები ჩაატარა.
„ინტერი“ თუ მეორე ადგილზე გავა, ეს არ არის ფიასკო, „იუვესთვის“ კი არის, რადგან მეოთხე ადგილზეა და გუნდი ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ახერხებს“, – თქვა ვიერიმ.