მთავარი / სიახლეები / ვიერი: “იუვენტუსი” და იტალიის ნაკრები ამ სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა”

ვიერი: “იუვენტუსი” და იტალიის ნაკრები ამ სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „იუვეს“ სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება უწოდა, იტალიის ნაკრებთან ერთად.

ვიერი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი და ნაკრები ასე არ უნდა თამაშობდნენ.

„იუვენტუსი“ სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. როდესაც ხარ „იუვე“, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, ასე ცუდად არ უნდა თამაშობდე. ანიელის მიმართ სტვენაც უაზრობა იყო. მეტი რა უნდა მოსთხოვოთ ანიელის? იანვარში მან ვლაჰოვიჩი იყიდა…

იტალიის ნაკრებს გიჟური მარცხი მოუვიდა. ეს ხუმრობაა. ბრაზილია, გერმანია და იტალია მსოფლიო ფეხბურთის ლიდერები არიან და მათ არასდროს უნდა გამოტოვონ მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩემი იმედგაცრუება არ უკავშირდება პლეი-ოფს, რადგან ასეთ დროს ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, საკვალიფიკაციო ეტაპით, შვეიცარიასთან, ბულგარეთთა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან უნდა მოიგო, აქ არანაირი საბაბი არ არსებობს“, – თქვა ვიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო …

“იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ 22 წლის მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია. იტალიური მედიის ცნობით, …