მთავარი / სიახლეები / ევროპა ლიგაზე “იუვეს” ყველა სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ევროპა ლიგაზე “იუვეს” ყველა სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ტურინის „იუვენტუსი“ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, სადაც 1/16 ფინალში ითამაშებს და მისი სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.

ჩემპიონთა ლიგიდან გადართული 8 გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შეხვდებიან. „იუვეს“ 7 სავარაუდო მეტოქე ჰყავს, რადგან „რომამ“ მეორე ადგილი დაიკავა და მას ვერ შეხვდება.

ტურინელების მეტოქე ევროპა ლიგაზე ქვემოთ ჩამოთვლილი გუნდებიდან ერთ-ერთი იქნება:

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), „რენი“ (საფრანგეთი), „უნიონი“ (გერმანია), „მანჩესტერი“ (ინგლისი), „მიდტიულანდი“ (დანია), „ნანტი“ (საფრანგეთი), „მონაკო“ (საფრანგეთი).

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა 7 ნოემბერს გაიმართება, ხოლო მატჩები 16 და 23 თებერვალს ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …