დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება და მერვედფინალში ტურინის “იუვენტუსის” მეტოქე გაირკვევა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს შემდეგი ექვსი გუნდიდან ერთ-ერთთან მოუწევს დაპირისპირება.
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი), “ატლეტიკო” (ესპანეთი), “სპორტინგი” (პორტუგალია), “ბენფიკა” (პორტუგალია), “ვილიარეალი” (ესპანეთი), “ზალცბურგი” (ავსტრია).
წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.