მთავარი / სიახლეები / დი მარია კონტრაქტის განახლებისთვის მზადაა, კლუბში კი გადაწყვეტილება არ მიუღიათ

დი მარია კონტრაქტის განახლებისთვის მზადაა, კლუბში კი გადაწყვეტილება არ მიუღიათ

ანხელ დი მარიას მომავალი „იუვენტუსში“ გაურკვეველია. არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და არავინ იცის, გახანგრძლივდება თუ არა, ხელშეკრულება.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, დი მარია მზადაა კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბროს და ეს ვარიანტი შეაფასოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ კლუბში არ იციან შეინარჩუნონ თუ არა, „ფიდეო“.

საქმე ისაა, რომ „იუვეს“ მომავალი ბუნდოვანია – უცნობია, კლუბი მომდევნო სეზონში ევროთასებზე ითამაშებს თუ არა, უფრო მეტიც, რომელ ლიგაში იქნება, სერია B-ში თუ სერია A-ში.

ვინაიდან დი მარიას ხელფასი სეზონში 7 მილიონი ევროა, ევროტურნირებზე გასვლის გარეშე კლუბს მისი ხელფასის გადახდა გაუჭირდება. დი მარიას კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვეა დარჩენილი და მანამდე კლუბის მომავალიც გაირკვევა. ამრიგად, დი მარიასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და დღემდე 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …