მთავარი / სიახლეები / დი მარიას, კიეზას და ალექს სანდროს სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილია

დი მარიას, კიეზას და ალექს სანდროს სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, ანხელ დი მარიას, ფედერიკო კიეზასა და ალექს სანდროს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

სამივე მოთამაშემ სხვადასხვა სახის დაზიანებები „ფრაიბურგთან“ შეხვედრაში მიიღო. ალექს სანდროს ტრავმა დადასტურდა. ბრაზილიელი გუნდს მხოლოდ აპრილში, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

კიეზას და დი მარიას ტრავმები არ დადასტურდა. თუმცა, ორივე ფეხბურთელი სიფრთხილის მიზნით „სამპდორიასთან“ სავარაუდოდ, დაისვენებს. თანაც, მათი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს.

სავარაუდოდ, კიეზა და დი მარია „ფრაიბურგთან“ საპასუხო შეხვედრისთვის მზად იქნებიან.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …