ანხელ დი მარიას გარემოცვამ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ყოფნა დაადასტურა.
„ჩვენ ბოლო დეტალებზე ვსაუბრობთ და ველოდებით, ყველაფერზე შევთანხმდებით“, – თქვა არგენტინელიც გარემოცვის წარმომადგენელმა იტალიურ მედიასთან.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია სავარაუდოდ „იუვენტუსთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.