ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ განაცხადა, რომ “ბოლონიასთან” მატჩმა შესაძლოა ანდრეა პირლოს მომავალი შეცვალოს.
“მე ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვიყავი პირლოს მიმართ, განსაკუთრებით “ბენევენტოსა” და “მილანის” წინააღმდეგ მარცხების შემდეგ. თუმცა, ამ მატჩმა შეიძლება შეცვალოს მისი მომავალი. ვიცოდი, რომ “იუვენტუსს” სკუდეტოს მოგება არ შეეძლო, მაგრამ ეს იყო ძალიან მტკვნეული ჩემპიონატი. ორი ტიტული და ჩემპიონთა ლიგის საგზური კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან დააფიქრებს”, – თქვა დი ლივიომ.
შეგახსნებთ, რომ “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონში სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.