ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ ჯერ არ აქვს „იუვეესთან“ კონტრაქტის განახლება გადაწყვეტილი, რამაც ტურინული გრანდის ფანები შეაშინა, რომ ის კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როცა დრო მოვა, გადავწყვეტ, გავახანგრძლივო კონტრაქტი თუ სხვაგან გავიხედო. მე ყოველთვის ვუყურებ იმას, რაც ჩემთვის საუკეთესო იქნება სპორტული პროექტის თვალსაზრისით. ზედიზედ ორჯერ მეოთხე ადგილზე გასვლა დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის, პროგრესი გვჭირდება. პირადი თვალსაზრისით ჩემი საუკეთესო სეზონი იყო, წუთების და თამაშის ხარისხით, ბონუჩის და კიელინის ტრავმების გამო უფრო მეტი თამაში მომიწია“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.