მატაის დე ლიხტმა შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. ინფორმაციას, რომეო აგრესტი ავრცელებს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, „იუვესა“ და „ჩელსის“ წარმომადგენლებს შორის დე ლიხტის თაობაზე მორიგი შეხვედრა ორ დღეშია მოსალოდნელი.
აგრესტი ასევე წერს, რომ ძლიერი ინტერესიდან გამომდინარე, „იუვენტუსი“ ეცდება „ჩელსისგან“ ფულის გარდა, რომელიმე ფეხბურთელიც მოითხოვოს, რომელსაც გარიგებაში ჩართავს და ლონდონელთაგან ფულთან ერთად ფეხბურთელსაც მიიღებს.
ამრიგად, დე ლიხტის მიმდინარე ზაფხულს „იუვენტუსიდან“ წასვლა გამორიცხული საერთოდ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს მასთან ორი წლით კონტრაქტის განახლება სურს.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.