მემფის დეპაის ტრანსფერზე ტურინში ოპტიმიზმი იზრდება. იტალიური მედიის ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის აგენტი „ბარსელონასთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე და დადებითი ნიშნები არსებობს.
თავის მხრივ დეპაისთან „იუვეს“ 3-წლიანი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს. სხვათა შორის, მემფისმა ინსტაგრამში მატია დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი და პოლ პოგბა გამოიწერა. დეპაის იტალიაში ელოდებიან და დაბრკოლება მხოლოდ „ბარსელონასთან“ კონტრაქტია.
ვინაიდან, ესპანური გრანდის გეგმებში დეპაი არ შედის, დიდი შანსია, რომ ხელშეკრულება გაუწყვიტონ. ტრანსფერი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ პოზიტიური ძვრებია და მხარეები ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი დადებითად გადაწყდება.