ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თუ ყველა მატჩს ფინალივით მიუდგებიან და მის მნიშვნელობას გაითავისებენ, სკუდეტოს მოგება შეუძლიათ.
„კარგად ვიმუშავეთ, ბევრი ვირბინეთ და ინტენსიური თამაში ჩავატარეთ. მიზანია, რომ უდინედან სამი ქულა წამოვიღოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. სწორედ ეს გვაკლდა გასულ წელს, კვირას იწყება და უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა თამაში ჩვენთვის ფინალია. თუ ამას გავაკეთებთ, სერია A-ს მოგება შეგვიძლია.
შირეას ნომერი? ეს არის მნიშვნელოვანი მაისური ცენტრალური მცველისთვის, ზოგადად მცველისთვის. ვიმედოვნებ, რომ ღირსეულად ვატარებ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
დიბალა? კარგადაა, დიდი ნდობა აქვს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თანაგუნდელია. როცა საქმე რთულდება, ბურთს მას ვაძლევ და ყველაფერს აგვარებს. მასთან თამაში სასიამოვნოა“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 22 აგვისტოს, სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.