ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „სპორტინგთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მომდევნო 45 დღეში აქვთ საშუალება, რომ რაღაც ლამაზი შექმნან.
„სწორად ვითამაშეთ, „სპორტინგს“ ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი და მწვრთნელი ჰყავს, რომელიც მათ ორგანიზებას კარგად ახერხებს. მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ჩვენი ახალგაზრდები კარგად თამაშობენ, რაც ნექსთჯენის დამსახურებაა. ჩვენი სეზონი შეიცვალა „მაკაბისთან“ მატჩის შემდეგ. გაგვიჭირდა, მაგრამ ყოველთვის ერთიანი ვიყავით, ახლა აქ ვართ, 45 დღე გვაქვს რაღაც ლამაზი რომ გავაკეთოთ, ეს კვირიდან უნდა დავიწყოთ. „ნაპოლისთან“ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ, შეცვლილი სატურნირო ცხრილის ყურება ჩვენთვის ერთგვარი ჯილდოა, ალიბს არასდროს ვეძებთ და ამ ჯილდოს ვიმსახურებთ. ახლა მუშაობას ვაგრძელებთ მუშაობის გასაუმჯობესებლად“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სევილიას“ შეხვდება, ხოლო უახლოეს მატჩს 23 აპრილს, „ნაპოლისთან“ გამართავს.