იტალიის ნაკრებში ფედერიკო გატის დებიუტი შედგა, რომელიც „იუვენტუსის“ მცველია. 23 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ სერია D-ში თამაშობდა, გასული სეზონი სერია B-ში „ფროზინონენში“ გაატარა, ხოლო სერია A-ში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია.
თუმცა, მანჩინიმ ის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ათამაშა და ფედერიკოს ტამი აბრაჰამისა და ჰარი კეინის განეიტრალება მოუწია, რასაც თავი შესანიშნავად გაართვა. მან ძალიან კარგად ითამაშა და როგორც მედიის, ისე გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა.
„დებიუტი? ეს ერთი კვირის განმავლობაში ვიცოდი, მაგრამ წუხელ ძალიან ცოტა მეძინა. ეს არის ასოციაცია ემოცია, რომელსაც ჩემს ოჯახს და ჩემს შეყვარებულს ვუძღვნი, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ახლოს იყვნენ.
ეს სერია B-ში ვითამაშე და ამჯერად ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ მომიწია თამაში, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, თუმცა, როცა მოედანზე გავდივარ, სახეში არავის ვუყურებ. კარგად ვითამაშეთ, პირველ ტაიმში ძალიან კარგი მომენტები გვქონდა და გოლიც არ გავუშვით“, – თქვა გატიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო გატი „იუვენტუსმა“ იანვარში შეიძინა და იჯარით „ფროზინონეში“ დატოვა. ის კლუბს ივლისში შეუერთდება და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონისთვის კლუბმა სხვაგან არ გაანათხოვროს.