მთავარი / სიახლეები / სერია A / გატი: “დე ლიხტი უცხოპლანეტელია, ყველაფერს გავაკეთებ “იუვეში” ყოფნა რომ დავიმსახურო”

გატი: “დე ლიხტი უცხოპლანეტელია, ყველაფერს გავაკეთებ “იუვეში” ყოფნა რომ დავიმსახურო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ, რომელიც იჯარით „ფროზინონეში“ თამაშობს, Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რომ „იუვეში“ დარჩენა და თამაში დაიმსახუროს.

– სერია D-დან ორ წელიწადში „იუვენტუსში“ გადახვედით. კიდევ ფიქრობთ ამაზე?

– შეუძლებელი იქნება ამაზე რომ არ ვიფიქრო. მოყვარული ფეხბურთელები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან, ისინი ამაყობენ ჩემი განვლილი გზით.

– „იუვენტუსმა“ იანვარში თქვენი ცხოვრება შეცვალა. რა იყო ყველაზე დიდი ემოცია ბოლო თვეებში?

– როცა, კონტრაქტის გასაფორმებლად კონტინასაში წავედი. ენით აუწერელი განცდაა.

– ყველაზე რთული ასპექტი?

– იანვრიდან ყველას ყურადღება ჩემზეა მიპყრობილი და შეცდომების დაშვების უფლება არ მაქვს არც მოედანზე და არც მის მიღმა. ასე უნდა გავაგრძელო, დარწმუნებული ვარ, არ გავჩერდები, რადგან დილის 7 საათზე გაღვიძებისა და საღამომდე ქარხანაში მუშაობის წარსულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა.

–  ალეგრიმ თქვა, რომ გატის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „იუვეს“ მაისური დიდი ხანი ეცვას…

– ძალიან სასიამოვნო სიტყვები იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „იუვენტუსში“ ყოფნა დავიმსახურო. არასდროს დამიწესებია ჩემი თავისთვის საზღვრები და არც არასდროს დავუწესებ. ოცნებების ახდენა შესაძლებელია. რამდენიმე წლის წინ ქარხანაში აგურებზე ვმუშაობდი, ახლა სერია B-ში ვთამაშობ და მომავალში ისეთი ჩემპიონების თანაგუნდელები ვიქნები, როგორებიც დე ლიხტი, ვლაჰოვიჩი და სხვები არიან. მინდა, შთაგონების წყარო ვიყო ყველა პატარასთვის. ჩემი ისტორია იმის დასტურია, რომ ცხოვრებაში არასდროს უნდა დანებდე.

– დე ლიხტთან თამაშზე რას იტყვით?

– ის უცხოპლანეტელია. მე როცა სერია D-ში ვთამაშობდი, დე ლიხტი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსში“ ბრწყინავდა და ლეგენდარული კლუბის კაპიტანი იყო. ის ფანტასტიკური მცველია.

– ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თქვენ გაქვთ კიელინის აგრესიულობა და ბონუჩის ტექნიკა…

– არ ვიხუმორთ! საუბარია ორ მონუმენტზე, მსოფლიო ფეხბურთის პროფესორებზე. მე ჯერ სერია A-შიც არ მითამაშია და როგორ შევადარო ჩემი თავი ასეთ ჩემპიონებს? იანვარში შევხვდი მათ და ფანტასტიკური იყო, ძალიან კარგად მიმიღეს, ძალიან კარგები არიან. მსურს, მათგან ბევრი ვისწავლო.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატი იანვარში „ფროზინონედან“ შეიძინა, მაგრამ იჯარით სეზონის ბოლომდე ამავე კლუბში დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა …

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. …