მთავარი / სიახლეები / გამოძიების პროკურორის სკანდალური ვიდეო: “ნაპოლის” ფანი ვარ და “იუვე” მძულს!”

გამოძიების პროკურორის სკანდალური ვიდეო: “ნაპოლის” ფანი ვარ და “იუვე” მძულს!”

„იუვენტუსის“ საქმეს ხელფასების მანევრის საქმეზე ისევ იძიებენ და მინიმუმ ქულების დაკლება მოსალოდნელია თუ არა, ქვედა ლიგაში (სერია B ან სერია C დაქვეითება). თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელმაც სკანდალი გამოიწვია.

ვიდეო გადაღებულია 2019 წელს, რომელშიც ე.წ. Prisma გამოძიების მთავარი პროკურორი ჩირო სანტორიელო ფიგურირებს. ის ვიდეოში ამბობს, რომ „იუვენტუსი“ სძულს და მის გზიდან ჩამოსაშორებლად ყველაფერს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ამან დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან შეიძლება ითქვას, სწორედ მის ხელშია „იუვეს“ ბედი.

„მე ვარ იურისტი, თქვენ ნაპოლის გულშემატკივარი ხართ, მე „ინტერის“, – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი ადვოკატი, რაზეც სანტორიელი პასუხობს: „კარგით რა, მთავარია, რომ „იუვენტუსი“ არ იყოს!“

ეს ყველაფერი არაა. გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც პროკურორი სანტორიელო კიდევ უფრო დიდი ზიზღით ახსენებს „იუვეს“:

„ვაღიარებ, მე ვარ „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარი და მეზიზღება „იუვენტუსი“. „როგორც ქომაგისთვის, „ნაპოლი“ მნიშვნელონავია, და როგორც საჯარო პროკურორი, ანტი-იუვენტინო ვარ“.

აღსანიშნავია, ჩირო სანტორიელოს მოსმენების საფუძველზე “იუვენტუსი” 15 ქულით დაისაჯა სპორტული მართლმსაჯულების სისტემამ უკვე დასაჯა. შესაძლოა, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას ბოლო პერიოდში გადაცდენები მართლაც ჰქონდა, მაგრამ უკვე ისიც ნათელია, რომ “იუვეს” იტალიაში ძალიან საშიში მტრები ჰყავს, რომლებიც კლუბის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …